ლევან კობერიძე - სავარაუდოდ, ან 2020 წლის სიაში ადგილის გამყარების მიზნით ცალკეული დეპუტატები ვაჭრობენ, ან  რეალურად,  ეს  არის სპექტაკლი

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ერთიანი სცენის ნაწილი არ იყოს და ამასთან, შეთანხმებული არ იყოს ბიძინა ივანიშვილთან, - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის მომსწრეები ვართ.

„ის ადამიანები, რომლებიც ხელის მომწერები თვითონ არიან, რატომღაც უცებ ასე დამწკრივებულები სათითაოდ აკეთებენ განცხადებას და ეჭვქვეშ აყენებენ იმას, ღირს თუ არა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ერთიანი სცენის ნაწილი არ იყოს და ამასთან, ეს შეთანხმებული არ იყოს ბიძინა ივანიშვილთან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ქვეყანაში კიდევ უარესი მდგომარეობა გვაქვს. მაშინ ეს არის დადასტურება იმის, რომ ძალიან საშიშია „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის მართვა, რადგან მას თავისი გუნდის შიგნით ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს არ ძალუძს ერთიანობის გამოჩენა. სავარაუდოდ, ან 2020 წლის სიაში ადგილის გამყარების მიზნით ცალკეული დეპუტატები ვაჭრობენ, ან ეს რეალურად, არის სპექტაკლი,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით