დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - შესანიშნავი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა

რეჯეპ თაიფ ერდოღანთან შესანიშნავი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგასთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ შეხვედრაზე თურქეთის მხრიდან რუსული სუ-400-ის შეძენის საკითხს გადაჭრიდნენ.

„თურქეთის მიერ რუსეთიდან სუ-400-ის შესყიდვა ჩვენთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა და ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობთ. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ დღეს და ვისაუბრებთ მომავალში. იმედი გვაქვს, სიტუაციის მოგვარებას შევძლებთ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ნიბისმიერი უთანხმოება მხოლოდ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

„შევთანხმდით თურქეთ-ამერიკის ურთერთობების კიდევ უფრო გაჯანსაღებაზე და ურთიერთობაში ახალი გვერდის გადაშლაზე,“- განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი აშშ-ის საუკეთესო პარტნიორია, რომელიც მას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

„თურქეთსა და შეერთებულ შტატებს „ისლამური სახელმწიფოს“ დასამთავრებლად და სირიაში მშვიდობის დასამყარებლად ერთად მუშაობა შეუძლიათ. ამ კუთხით, თურქეთი აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორია რეგიონში,“- განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყებამ აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.

ინფორმაციას "როიტერსი" და "ევრონიუსი" ავრცელებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა