კამპანია „იცურე მშვიდად“ კვლევის პრეზენტაციას და საგამოძიებო ფილმის ჩვენებას გამართავს

დღეს, კამპანია „იცურე მშვიდად“ სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის კვლევას - „წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი ქართულ კანონმდებლობაში“ წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ღია საზოგადოების ფონდიდან“ აცნობეს, კვლევის პრეზენტაციამდე ნაჩვენები იქნება სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება - „სიკვდილის ზონები“, რომელშიც ასახულია წყლის ობიექტებზე არსებული საგანგაშო ვითარება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კამპანიის მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრები, რომლებმაც არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, დროულად შეიმუშაოს საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან თბილისის მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

ღონისძიება 14:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

ცნობისთვის, კამპანია „იცურე მშვიდად“ 2018 წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის დაპროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიას მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქციების, დისკუსიების მოწყობა და ადვოკატირება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს