მიხეილ ყაველაშვილი - ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც „ნაცმოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, რამდენიც დღეს აქვს პარლამენტში

ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, როგორც დღესაა წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა განმარტა, მისთვის მიუღებელია, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი შანსი ჰქონდეს პარლამენტში, ვიდრე დღეს აქვს.

„თუ დავრწმუნდები, რომ ეს არ მოხდება და შემცირდება მათი რაოდენობა, მაშინ იმ გადაწყვეტილებას მივიღებ რისიც შინაგანად მწამს. მე მომხრე ვარ პროპორციული არჩევნების, მაგრამ ჩემთვის გამოირჩევა რისკები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია როცა პირობას აძლევ საზოგადოებას, რომ შენ გადადიხარ პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ყველამ უნდა ვიცოდეთ, ყველა პოლიტიკოსმა და მოქალაქემ, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია სტაბილურობა და უსაფრთხოება. ყველამ ვიცით რეალობა თუ ვინ არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. და ამ ძალის სათავეში არის ადამიანი, რომელიც ისევ ძალადობაზე და წართმევაზე მიუთითებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო