ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, პრემიერის მრჩეველად ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ლელა აქიაშვილი წარადგინა.

გახარიას განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში პასიურ მდგომარეობაში იყო და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს.

„დღეს ჩვენ ვნიშნავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ეს გახლავთ ქალბატონი ლელა აქიაშვილი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას, ასევე, გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ. ადამიანის უფლებათა სამდივნოც ასევე გააქტიურდება. ყველას ძალიან კარგად გვესმის და არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ადამიანი და მისი დაცვა. ამიტომ ქალბატონი ლელა იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით აქტივობების მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული დამატება და წევრი ჩვენი გუნდის“, - განცხადა გიორგი გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს