დაჩი ბერაია - ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო

ჩემი გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მე და ბიძინა ივანიშვილმა ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი(დაჩი) ბერაიამ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გუშინ პირისპირ შეხვდა და ივანიშვილმა ყველა მისი არგუმენტი მოისმინა, რისთვისაც ის პარტიის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.

„მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა დავაფიქსირო ბიძინა ივანიშვილის პიროვნების და გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ გუშინ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პოზიციები, მაგრამ მან ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო.

მე საპარლამენტო მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, გუნდიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგება.

არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი ყველა არგუმენტი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა“, - განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებაზე მსჯელობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს