„ისლამური ჯიჰადი“ და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება

„ისლამური ჯიჰადის“ ინფორმაციით, ეგვიპტის შუამავლობით, ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მათი თქმით, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 34 ადამიანი დაიღუპა.

„ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ პალესტინურმა მხარემ უზრუნველყოს ღაზას სექტორში მშვიდობის შენარჩუნება, ხოლო ისრაელმა უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.

ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ მიუხედევად შეთანხმებისა, ღაზას სექტორიდან აქტიური სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობს. დაშავებულია ათობით ისარელის მოქალაქე, მათ შორის 8 წლის გოგონა, რომელმაც გონება მაშინ დაკარგა, როდესაც თავდასხმის დროს თავშესაფარში გარბოდა.

ვითარება მხარეებს შორის განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა, პალესტინელი სამხედრო მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლეს. მოგვიანებით, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელს ომი გამოუცხადა.

იხილეთ ვიდეო: "ისლამური ჯიჰადი" და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს