მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ - მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ, შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას

მიიღეთ გადაწყვეტილება და ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად, პირველ რიგში, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში ახალგაზრდებისა და საზოგადოების პროტესტის შედეგად ჩვენ მივიღეთ დაპირება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე. ბოლო სამი დღეა ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს ამ საკითხის სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს სპექტაკლი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული და არის სრული ფარსი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანს და მის გაუგებრობაში გადაყვანას და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ემსახურება ისევ და ისევ გამოსავლის მოძებნას, თუ როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება.

ჩვენ გვინდა მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდოთ, რომ შეეშვათ ამ სპექტაკლის გაგრძელებას, რომელიც, როგორც ჩანს, მრავალსერიანია.

მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიეცით ქართულ საზოგადოებას, ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად, პირველ რიგში, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანაში შეიძლება შეჩერდეს დემოკრატრიული პროცესების განვითარება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული ქაოსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ სხვა ქაოსიც.

ამიტომ მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას და შეასრულოთ ის დაპირება, რომელიც დიდი პროტესტის, ზარალის და ადამიანების ჯანმრთელობისა და მდგომარეობის ფასად იქნა მოპოვებული“,- განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, როგორი იქნება მოძრაობა “ლელოს“ გეგმა, ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ მდგომაროება გართულდება, ის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„დაველოდებით დღეს. გამოვთქვი პროგნოზი, რომ სიტუაცია შეიძლება გართულდეს და გადავიდეს უმართავ მდგომარეობაში. შესაბამისად, ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის და ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, როცა ლაპარაკია ქვეყნის მომავალზე, „უცებ ორი ან სამი დეპუტატი, რომლის ხმაც საერთოდ არ გაგვიგია, ისეთ ვაჟკაცურ განცხადებას აკეთებს, რომ უპირისპირდება არა მარტო მის ხელმძღვანელს, არამედ პარტიას, ეს არის ფარსი“.

„როცა მარიხუანას კანონპროექტის გატანა იყო, „ქართული ოცნება“ იყო ერთსულოვანი და არავის გამოუთქვამს პროტესტი ამ კანონმდებლობის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის კანონპროექტი. როცა არასწორ პრივატიზაციაზეა საუბარი, რომელიც ახლა გაცხადებული იყო წყალტუბოს მაგალითზე, რომ ეს უნდა ჩატარებულიყო გამჭვირვალედ, კონკუტენტუნარიან გარემოში, არავის პროტესტი მე არ დამინახავს. როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, იქ უცებ ორი ან სამი დეპუტატი, რომლის ხმაც საერთოდ არ გაგვიგია ჩვენ, ისეთ ვაჟკაცურ განცხადებას აკეთებს, რომ უპირისპირდება არა მარტო მის ხელმძღვანელს, ვინც შექმნა ეს ადამიანი, არამედ პარტიას, ეს არის ფარსი. ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, ეს არის ტყუილი, შესაბამისად, ეს ტყუილები თავისკენ დაიტოვონ, მოემსახურონ ქვეყანას და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც ქვეყანამ და ამომრჩეველმა მათ დააკისრა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა