ლევან გოგიჩაიშვილი - ავანსცენაზე ე.წ. გამბედავი მაჟორიტარების გამოჩენა არის მისტიკა და ზღაპარი

ე.წ. გამბედავი მაჟორიტარების გამოჩენა ავანსცენაზე არის მისტიკა და ზღაპარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. დეპუტატს პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ რეალურად ყველაფერი შეთანხმებულია და იმედი აქვს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

„თავს შევიკავებ პროგნოზისგან, რადგან მეც მოსახლეობის იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომელიც შფოთავს ამაზე. ამ პროცესის ჩაგდება შედის ქვეყნის მტრების ინტერესებში, გინდ შიდა იყოს, გინდა გარე. პროგნოზისგან ვეცდები თავი შევიკავო, მაგრამ ვნერვიულობ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. თუმცა, ფაქტია ეს არის შეთანხმებული, კონტროლირებადი და არავითარი დაპირისპირება და შეწინააღმდეგება არ არსებობს.

ადამიანებს იმის განცდა არ აქვს, რომ ადეიშვილის ჯალათები უნდა აირჩიონ და სისტემაზე ფიქრობენ და სტაბილურობაზე? წარმოუდგენელია,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს