თამარ ხულორდავა - პარტიის თავმჯდომარის მხრიდან უმრავლესობის სხდომაზე არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმას

ჩვენს რამდენიმე კოლეგას აქვს კატეგორიული პოზიცია და არის იმის დაშვება, მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემს, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის გარკვეული დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული.

„საკითხის არის ძალიან რთული, იწვევს ვნებათაღელვას ჩვენი სხვადასხვა პარტიის წევრების მხრიდან. მათ გამოხატული აქვთ თავიანთი პოზიცია. უმრავლესობის სხდომაზე ძალიან მკვეთრად, პარტიის თამჯდომარის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას. 113 ხმა ისედაც არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენ ასევე გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა