დონალდ ტუსკი საფრანგეთის პრეზიდენტს - რუსეთი არის ევროპის სტრატეგიული პრობლემა, მე ვერ გადამარწმუნებ ემანუელ!

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, დღეს რუსეთი ევროპის „სტრატეგიული პრობლემაა“.

მისივე თქმით, რუსეთის ლიდერის სტრატეგიული მიზანი არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენაა, არამედ მისი მიზანია „სისტემატურად დაასუსტოს ევროკავშირი შიდა განხეთქილებების პროვოცირებით“.

„მე მიწევს საჯაროდ შევახსენო ყველას, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარი კი არა, სტრატეგიული პრობლემაა... რაც მაკრონის განცხადება გავიგე, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში, ერთი რამის თქმა შემიძლია, იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება ევროპის სუვერენტიტეტის შესახებ ჩვენი ოცნებების დაზარალების ფონზე“, -განაცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, ემანუელ მაკრონი მის გადარწმუნებას ვერ შეძლებს. „პრეზიდენტმა მაკრონმა ისიც თქვა, რომ იზიარებს ვიქტორ ორბანის შეხედულებას, რომ პოლონელები უნდა დარწმუნდნენ შეცვალონ პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. მე ვერ გადამარწმუნებ ემანუელ!“,-განაცხადა ტუსკმა.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს