მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი დეპუტატის დარწმუნება მოახერხა, რომ მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი დეპუტატის დარწმუნება მოახერხა, რომ მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ. მისივე თქმით, კენჭისყრა ინდივიდუალურ რეჟიმში ჩატარდება.

„ვფიქრობ, პროპორციული სისტემა უნდა გავიდეს, ამის იმედი მაქვს. თავისუფალ კენჭისყრაზე გიდასტურებთ, რომ იყო სერიოზული კამათი. ჩვენ დავუშვით თავისუფალი კენჭისყრა იქიდან გამომდინარე, რომ გუნდის არც ერთი წევრი არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა შევქმნათ არასტაბილურობის და გუნდის რღვევის იმიტაცია. ასეთი რეალურად არ არის, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს