შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც შსს-ში ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადეს, ადგილი ჰქონდა გეგმიურ როტაციას.

„ეს იყო ჩვეულებრივი როტაცია, რომელსაც არაფერთან კავშირი არ აქვს. მოხდა საპოლიციო ძალების ჩანაცვლება“, - განაცხადეს შსს-ში.

ინფორმაციისთვის, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „პარლამენტში საშვებს არ უშვებენ, ზაჰესიდან სპეცრაზმი შემოჰყავთ!

პარლამენტში კი ”თავისუფალი” კენჭისყრა იწყება“.

იხილეთ ვიდეო: რატომ გამოჩნდა სპეცრაზმის მანქანები თბილისის შესასვლელში - შსს მოკლე კომენტარს აკეთებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო