დიმიტრი ხუნდაძე - კმაყოფილი ვარ, რომ „ნაცმოძრაობას“ ჩაეშალა თავისი გეგმა და პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

კმაყოფილი ვარ იმით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა თავისი გეგმა, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას და არა დროებით და მოჩვენებით სიმშვიდეს, - ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრის შედეგები.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დესტრუქციული გეგმა და ქვეყანას ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება.

„ასევე ხალხს პარლამენტთან არ გაუწყდება ურთიერთობის საშუალება და ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. ვინ იქნება წარმომადგენელი ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არის ლიდერი შექმნილ სიტუაციაში, ხუნდაძემ უპასუხა, რომ ქართველი ხალხია ლიდერი.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია