ირაკლი კობახიძე - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის

არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა. უნდა მოვემზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ესაა ის დღის წესრიგი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შედეგად, რჩება ის მოცემულობა, რომელიც გვქონდა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ.

„2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%-იანი ბარიერით და ბლოკებით, შემდეგ 2024 წელს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ესაა მოცემულობა, რომელიც იყო და ძალაში რჩება. ამ სისტემით უნდა მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის“, -აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს, კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად,არაფერი გამოუვა.

„ეს არაა ახალი მათი მხრიდან. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, ესაა რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, იმიტომ , რომ მათ ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემდეგ, მათ ეს მუქარები ბუნებრივია, არ გაუვათ,“ - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ყველას, მათ შორის „რადიკალურ ოპოზიციას“ მოუწოდებს სიმშვიდისკენ.

„სიმშვიდე არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას. ეს სჭირდება მოსახლეობას. შეიძლება ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა იმისა, რომ რაღაც მოიმოქმედონ, მაგრამ ამის საშუალება მათ არ ექნებათ“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო