თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და წასვლა სწორად მიმაჩნია

„მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, არ მაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადამდგარმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის დეპუტატთა გარკვეულ რაოდენობასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროპორციული სისტემის ჩავარდნის საკითხი არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. პირადად მე ვარ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი. ეს ორივე არის ძალიან მაღალი თანამდებობა და მაღალი პასუხისმგებლობა, ასეთი განცხადების შემდეგ ბუნებრივია, მე მომიწევს ორივე თანამდებობის დატოვება. სამწუხაროდ, შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა და ამაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობას, იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი ხმების იყო დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენი პოზიცია იყო გუნდისთვის ცნობილი. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება იყო წითელი ხაზი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ამაზე პასუხები არ მაქვს. უბრალოდ, ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით რაც მოხდა სხდომათა დარბაზში, მყისიერი და სწორი გადაწყვეტილება ჩემი როგორც ვიცე-სპიკერის და უბრალო მოქალაქის, ვფიქრობ, რომ ეს იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მათი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო პარტიაც და პარტიის თავმჯდომარეც.

„ერადერთი რაც შემიძლია გითხრათ, დღეს იყო ძალიან მძიმე უმრავლესობის სხდომა, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს სხდომა, ალბათ, პარტიისთვის დანაკარგით დასრულდებოდა. რადგან დადგა ისეთი შედეგი, როგორიც დადგა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელზეც პარტია ინფორმირებული იყო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტის დღევანდელ კენჭისყრაზე ჩავარდა, რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს