მოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს

მოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს და მჯდომარე აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია გზის გათავისუფლებას ცდილობს.

პარლამენტის წინ ამ დროისთვის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა.

ადგილზე მივიდნენ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი და „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის ხერხია.

„ყველა მშვიდობიან ხერხს გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები", - აღნიშნა დიღმელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო