გიორგი ვაშაძე - დაშლა გამორიცხულია მანამდე, ვიდრე იმას არ მივაღწევთ, რაც ხალხს უნდა

დაშლა გამორიცხულია მანამდე, ვიდრე არ მივაღწევთ იმას, რაც ხალხს უნდა, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ის პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდა. გიორგი ვაშაძემ, ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობენ, კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

„პოლიციამ კანონი უნდა დაიცვას და არა ივანიშვილი. ეს უნდა ესმოდეთ მათ. ღირსება თუ გაქვთ, ხალხო, ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ძალა ერთობაშია და ამის ეშინია მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან გზის სავალი ნაწილი გათავისუფლებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ არასდროს დაემორჩილება უკანონო მოთხოვნას.

„რაში უნდა დავემორჩილო უკანონობაში? უკანონო მოთხოვნაში არავის არ დავემორჩილები! დღეს პარლამენტში არ მიშვებდნენ, შევედი. რასაც უკანონოდ მოთხოვენ აბსოლუტურად ყველაფერს საწინააღმდეგოდ გავაკეთებ. კანონს დავიცავთ ჩვენ, ისინი კანონს აღარ იცავენ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, კენჭისყრაზე ჩააგდეს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს