კახა კალაძის განცხადებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს მის მიერ გამოყენებულ უხერხულ ჟესტზე კომენტირებისას განუცხადა, არავის საქმე და გასარჩევი არაა, მეგობრებთან როგორი ურთიერთობა აქვს.

„რომ ყოფილიყო ვიტყოდი, არ მომერიდებოდა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მზადდება „ფეიკ ნიუსები“. მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, იმან ძალიან კარგად იცის. ის ადამიანები აქ იმყოფებიან ახლა. თქვენ შეგეძლოთ დაგესვათ ეს კითხვა, ვის მიმართ იყო ეს ჟესტი გამოყენებული. არასდროს გამოვირჩევი ხოლმე თავშეკავებით, როცა მაქვს ხოლმე სათქმელი ყოველთვის ვამბობ და არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. ეს ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით. მე ჩემს მეგობართან როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა და რა თქვენი გასარჩევია?“ - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა კახა კალაძემ, მანქანაში ყოფნისას უხერხული ჟესტი გამოიყენა. იმ დროს "ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო ჯგუფების აქცია მიმდინარეობდა. თბილისის მერის აღნიშნული ჟესტი გარკვეულმა პირებმა თავის თავზე მიიღეს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა