დავით ბაქრაძე - 2020 წლის არჩევნები ყალბდება დღეს

კარგად უნდა ესმოდეს თითოეულ მოქალაქეს - 2020 წლის არჩევნები ყალბდება დღეს. ყველას, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი და სტაბილურობა აწუხებს და ასევე აწუხებს, თუ როგორ პირობებში იცხოვრებს მისი შვილები, უნდა ესმოდეს, რომ გადამწყვეტი ეტაპია ახლა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ჩავარდნილ კანონპროექტს გამოეხმაურა.

როგორც დავით ბაქარაძემ განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანეს.

დავით ბაქრაძემ საზოგადოებას 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღნიშნულ აქციაზე „ევროპული საქართველო“ მთელი შემადგენლობით მივა.

„მე მინდა, ჩვენმა მოქალაქებმა კარგად გაიგონ, რა მოხდა დღეს. აქ საუბარი არ არის რაღაც განყენებულ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, საუბარი არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხზე. დღეს, „ქართული ოცნებისგან“ მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ „ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც მას წაგების პერსპექტივა ექნება, ხოლო სამართლიანი არჩევნების გზით გაიმარჯვოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, ვისაც ექნება ხალხის მხარდაჭერა. დღეს, „ქართული ოცნების“ სახეები, ზოგი ახალგამოჩეკილი და ზოგი ძველი, პირდაპირ ამბობდნენ, რომ დღევანდელი სისტემა უნდა დარჩეს, იმიტომ, რომ ეს არის სისტემა, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოიგებს მომავალი წლის არჩევნებს. ამიტომ, მინდა ჩვენს მოქალაქეებს კარგად ესმოდეთ. ის, რაც დღეს მოხდა, არ არის პოლიტიკური კლასის ბრძოლა, ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების, ან თუნდაც დემოკრატიის საკითხი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ 2020 წლის არჩევნები ყალბდება დღეს.

„ყველას, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი, სტაბილურობა აწუხებს და ასევე აწუხებს, თუ როგორ პირობებში იცხოვრებს მისი შვილები, უნდა ესმოდეს, რომ გადამწყვეტი ეტაპია ახლა. თუ „ქართულ ოცნებას“ მივეცით იმის საშუალება, რომ გაიტანოს ეს სიტემა, თუ მივეცით საშუალება, რომ დღესვე გვითხრას დიახ, თქვენი გვერდის ავლით მე მოვიგებ 2020 წლის არჩევნებს, 2020 წლის არჩევნებსა და საქართველოს მომავლის პერსპექტივა აღარ ექნება. ამიტომ, ჩვენი პოზიცია შექმნილ ვითარებაში იქნება ძალიან მკვეთრი და რადიკალური. სხვა არჩევანი „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს აღარ დაუტოვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი არსებული სისტემით არჩევნების ჩატარებისა და მასში გამარჯვების საშუალება არ მივცეთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა