საპარლამენტო უმრავლესობას მარიამ ჯაშიც ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნება“ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გააკეთა.

„თითქმის სამი საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ. ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე, რომ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო ემოციურ ფონზე მიღებული. ასევე ჩემთვის ძალიან ბევრი კოლეგა და მეგობარი რჩება „ოცნებაში“ და ეს დრო გამოვიყენე, რომ მათთან მქონოდა გასაუბრება და ჩამეყენებინა ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში. მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და შესაბამისად, ვტოვებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს დისკუსია, რომელი საარჩევნო სისტემაა უკეთესი, ამ შემთხვევაში პრინციპული საკითხი იყო, რომ გაგვეტანა საზოგადოებისთვის 2 თვის წინ მიცემული პირობა. ჩემთვის ყოველთვის საამაყოდ დარჩება ის ინიციატივები და ნამდვილად ისტორიული ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოიტანა საქართველოში, ყოველთვის ვიამაყებ ჯანდაცვაში, ციხეში, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, მაგრამ ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის არმიღება დღეს მე არშემიძლია“, - განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმაც დატოვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს