ირმა ინაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ 17 ნოემბრიდან უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს

„პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს. პირველი აქცია კვირას, 17 ნოემბერს გაიმართება, - ამის შესახებ განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ინაშვილის თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება.

„ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. პლენარულ სხდომებზე ვაცხადებდი, რომ თუ კენჭისყრა ჩავარდება, დაიწყება პოლიტიკური კრიზისი და უმძიმესი პროცესები ქვეყანაში, მივმართავდი „ქართულ ოცნებას“ კითხვით, მზად ხართ თუ არა ამ კრიზისის დასაძლევად? , მაგრამ ისინი თავად იწვევენ კრიზისებს და ქვეყანაში ქაოტურ მდგომარეობას ქმნიან.

ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. ვიწყებთ ამ საპროტესტო აქციებს. პირველი აქცია კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ივერიასთან“ გაიმართება. მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს, მშვიდად, ჭკვიანურად ბრძნულად უნდა ვიმოქმედოთ, მოვიკრიბოთ ძალები და შევიკრიბოთ კვირას. მინდა სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მივმართო, რომ შემოგვიერთდნენ. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ყველასთვის მისაღებ ერთიან სქემაზე და ეს უნდა იყოს მისაღები მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის. ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი და ლეგიტიმური. ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს და დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანი არჩევნების უფლება წაართვა საზოგადოებას“, -განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილი აცხადებს, ყველა მთავრობა მაჟორიტარულ ოლქებს არჩევნების გასაყალბებლად იყენებდა.

„არც ერთ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ არ გაამარჯვებინა სხვა პარტიების კანდიდატებს. პირადად მე, სრულიად ხილული გაყალბების გზით, ორჯერ წამართვეს გამარჯვება საგარეჯოს არჩევნებში. საგარეჯოში მოსახლეობას დღესაც მე ვგონივარ მაჟორიტარი და ხშირად მომმართავენ ხოლმე.

ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რა პროცესი და რა კრიზისი ვითარდება ქვეყანაში, მოსახლეობას კარგად ესმის, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს, ყველა ხელისუფლებას საქართველოში იყენებდა არჩევნების გასაყალბებლად და ხელისუფლების მისატაცებლად. გამონაკლისი არც „ქართული ოცნებაა“.

„ქართული ოცნება“ 7 წელია ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს, დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ნათელი მაგალითია”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა