თინა ხიდაშელი - ბიძინა ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად სამი კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგას

სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ბიძინა ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად, - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი.

"1. საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა, დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში;

2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის პოზიციას გადაუხვია და თავმჯდომარის ინიცირებული პროექტი ჩააგდო.

3. სასწრაფოდ მოახდინოს ოდნავ შეცვლილი ვერსიის ინიცირება და მაიაბას მთავრობის ნდობას.

ეს არის ქმედება. სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკა და ყალბია!“, - წერს ხიდაშელი.

მისი თქმით, კენჭისყრა მათემატიკაა და დღევანდელი მათემატიკით პარტიის თავმჯდომარეს და პრემიერის ინიციატივას არ აღმოაჩნდა საკმარისი უმრავლესობა.

„სხვათა შორის, ამ მათემატიკით „ ოცნებას“ დღეს არ აღმოაჩნდა მთავრობის დაკომპელექტებისთვის საჭირო უმრავლესობაც“, - წერს ხიდაშელი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა