გიორგი ვაშაძე - გახარია თავისი მთავრობით  უნდა გადადგეს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები

გახარია თავისი მთავრობით უნდა გადადგეს, უნდა ჩატარდეს საქართველოში ვადამდელი პროპორციული არჩევნები, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ჩვენი საერთო მოთხოვნა იქნება ვადამდელი პროპორციული არჩევნები, დროებითი მთავრობის მიერ ჩატარებული და არა გახარიას მთავრობის მიერ. გახარია თავისი მთავრობით უნდა გადადგეს და ასე უნდა ჩატარდეს საქართველოში ვადამდელი პროპორციული არჩევნები. სხვა მხრივ, რაც არ უნდა პროცესი ვწელოთ და პროცესში შევყვეთ „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს, ისევ მოგვატყუებენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, „დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ღირსება აგვყარეს და ეს ღირსება უნდა დავიბრუნოთ“.

კითვაზე, როგორც მიაღწევს ოპოზიცია პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას, როცა პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, ვაშაძემ უაპასუხა: „საპროტესტო აქციებით“.

როგორც მან აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილმა არათუ ამოწურა თავისი თავი, არამედ თავზე დაგვახია კონსტიტუცია და ისინი ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ აპატიებენ“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა