გია ვოლსკი - უმრავლესობის დაშლა ქვეყანაში სტაბილურობას გაცილებით მეტად დაასუსტებდა, ვიდრე ნათელაშვილის გარშემო პარტიების გაერთიანება

ვფიქრობ, უმრავლესობის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის მხარდაჭერას შესაძლოა, უმრავლესობის დაშლა მოჰყოლოდა, რაც ვოლსკის შეფასებით, ქვეყანაში სტაბილურობას დაასუსტებდა.

„მე შეიძლება პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე ვიყავი, მაგრამ არ ვარ იმის მომხრე, რომ საერთო ენა გამოვნახო ადამიანებთან და უმრავლესობის წევრების ხარჯზე გადავინაცვლო იმ ჯგუფში, სადაც პერსპექტივა, ვფიქრობ, არც მე გამაჩნია და არც ბევრ ჩემს კოლეგას. როდესაც პინაზე ორი საკითხი დევს - უმრავლესობის დაშლა თუ ამ თემასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც დღეს მივიღეთ - ვფიქრობ, უმრავლესობის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი. უმრავლესობის არშენარჩუნება ქვეყანაში სტაბილურობას სერიოზულად დაასუსტებდა. გაცილებით მეტად დაასუსტებდა, ვიდრე ნათელაშვილის გარშემო პარტიების გაერთიანება. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. მისივე თქმით, ეს ქვეყანას დააზიანებს, თორემ „უმრავლესობას არც ამის ეშინია“.

„ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება, რომ აქციებზე გადავიდეს პარტიების ყურადღება. ვფიქრობ, სწორედ ახლა არის ყურადღების მობილიზება არა დესტრუქციის მიმართულებით, არამედ პირიქით, პარტიული სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეს ჩემი ოცნება და კეთილი სურვილია, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ აქციებმა გარკვეული განვითარება ჰპოვოს, როგორც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება. არ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე. ამით ქვეყანას დავაზიანებთ, თორემ არც რიგგარეშე არჩევნების გვერიდება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს