დატოვებენ თუ არა „კონსერვატორები“ საპარლამენტო უმრავლესობას, დღეს გახდება ცნობილი

„კონსერვატორები“ დღეს, 15 ნოემბერს გაასაჯაროებენ გადაწყვეტილებას, დარჩებიან თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში.

როგორც "კონსერვატორების" წევრმა, ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო.

"ეს არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „კონსერვატორები“, ამაზე საზოგადოებისთვის იქნება 15 ნოემბერს ცნობილი,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა 9 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ დატოვეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს