შსს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის მანქანების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის მანქანების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, „ტექნიკა, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, პარლამენტისკენ არ მიემართება“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში სპეცდანიშნულების და წყლის ჭავლის მანქანები გადაადგილდებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს