ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ არის - ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან

ოპონენტებს უნდათ ვითარების გამძაფრება. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საუბარი არ არის. ამასთან კობახიძე ყველას რადიკალიზმისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„ყველაფერი კარგად იქნება, ბიუჯეტიც აუცილებლად იქნება მიღებული, კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდის ერთიანობა იყოს უზრუნველყოფილი. რიგგარეშე არჩევნებზე არავითარი საუბარი არაა. იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სათანადო ვადებში ტარდებოდეს, თუ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ არის. ოპონენტებს უნდათ ვითარების გამძაფრება. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან. რადიკალიზმი არ წაადგება არაფერს. სახელმწიფოსა და ეკლესიაზე თავდასხმისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს, კობახიძე დარწმუნებულია, რომ კონსულტაციების შემდეგ ისინი აზრს შეიცვლიან.

„კონსულტაციები გრძელდება დეპუტატებთან, მათ შორის იმ დეპუტატებთანაც, რომლებმაც უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს. იმედი მაქვს და დიდწილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსულტაციები წარმატებული იქნება. ეს დეპუტატები პირადად ჩემთვის არიან როგორც კოლეგები, ასევე მეგობრები. ვისაუბრებთ დღეს, ვისაუბრებთ ხვალ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ვეცდებით, დავარწმუნოთ ისინი, რომ მათი დაბრუნება სჭირდება იმ საქმეს, რომელიც ქვეყანას წაადგება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა