გრიგოლ ვაშაძე - მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას"  - რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე

მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები - თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდა იმისათვის, რომ ერთად გააპროტესტონ პარლამენტის მიერ ჩაგდებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, გრიგოლ ვაშაძის თქმით, 17 ნოემბერს მასშტაბური აქცია გაიმართდება.

"გვქონდა თათბირი. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ვინც სახლში ხართ, გამოდით, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არაფერი დარჩა და იმასაც გართმევენ. გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ. ჩვენ იმ თათბირზე, სადაც ვიყავი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღინისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია, შეთანხმება შეთანხმებაა. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, ყველა არის გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადებული - ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცესკო-ში. მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები - თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ გაძლევენ დაპირებებს და ეს დაპირებები მიაქვთ. შემდეგ ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას. თქვენ თვითონ არ გეცინებათ?!

ტელევიზორში რომ გვეუბნებით, ხუნდაძე აუმხედრდა ივანიშვილსო, ბარემ ისიც გეთქვათ, რომ დილას ივანიშვილის ფეხსაცმელები აუმხედრდა ივანიშვილს. თქვენ თვითონ, აღარ გეცინებათ?! ოპოზიცია ერთად არის. ასეთი ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ. გაიხენეთ, მაშინ 28 რიცხვში, ოპოზიციამ მიაღწია ცესკოს შემადგენლობის გამოცვლას და დამთავრდა კომუნიზმი საქართველოში. ამას მივაღწევთ.

ქართველებს სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგვრჩა. 150 000 ბავშვი შიმშილობს. ხალხი ემიგრაციაშია წასული და ვინც დარჩა, ემიგრაციაზე ოცნებობს. არ დავუთმოთ ეს სახელმწიფო. 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში",- განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: გაგხევთ ნაკერავზე - გრიგოლ ვაშაძე "ქართულ ოცნებას"

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს