ეკა გიგაური - ივანიშვილი იბრძვის თავის სკამისთვის და არაფერი და არავინ აინტერესებს ამ ბრძოლაში - ის იტაცებს სახელმწიფოს

არ ვარ საქართველოში და შორიდან ამის ყურება ძალიან რთულია. ჯერ კიდევ ზაფხულში დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ „ოცნებაში“ განიხილავდნენ ხალხის ასე საშინლად გადაგდების და აბუჩად აგდების სცენარს და ამაზე საერთაშორისო პარტნიორებსაც ვატყობინებდი, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ასე საშინლად მოატყუებდნენ საკუთარ ხალხს და თვალებში ნაცარს შეგვაყრიდნენ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლების დაკარგვის შიშმა გადაძლია ყველაფერი. გამოთვალეს და გადაწყვიტეს, რომ არც არაფერს დათმობენ და არც არავის გაუყოფენ ხელისუფლებას. პროპორციული იყო და არის შანსი იმის, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოსულიყო ამ მოჯადოებული წრიდან, თავი დაეღწია ერთპარტიული მმართველობიდან და პოლიტიკური პროცესები პარლამენტს შიგნით მოქცეულიყო. მაგრამ არ უნდათ ამათ ნორმალური განვითარება და ყველაფერზე მიდიან თავიანთი სკამებისთვის! ვფიქრობ, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება! ისაა პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხებაზე! და სინამდვილეში ის იბრძვის თავის სკამისთვის და არაფერი და არავინ აინტერესებს ამ ბრძოლაში! ის იტაცებს სახელმწიფოს- ჩვენს ქვეყანას- საქართველოს, რომელიც ასე გვიყვარს და ყოველთვის ასე ვუფრთხილდებით! დღეს ვისაც კი ვიცნობდი საერთაშორისო ორგანიზაციის და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ყველას შევატყობინე. ახლა გავაგზავნე წერილი ევროპარლამენტის 750 წევრთან! ყველამ ვისაც უყვარს ეს ქვეყანა უნდა გააპროტესტოს ეს ამბავი! ხალხის ხმა უნდა გაიგონოს ამ ოლიგარქმა !

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო