ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული

„ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში იხლართება ხოლმე.

"ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმართული ცრუ კამპანიის ერთ-ერთი ნარატივი იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ვერ აიღებდა 30%-ზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 30%-ზე მეტს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული სისტემა გვექნება, თუ შერეული. აი, ამ დონის „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობა“. თუ 30%-ზე მეტს ვერ აიღებს პარტია, სულ ერთია, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, აგებს არჩევნებს. ენას ძვალი არ აქვს. ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან. თვითონ იხლართებიან ხოლმე თავიანთ ტყუილში. ამასწინათ სააკაშვილი საუბრობდა წყალტუბოს პროექტზე. რა თქმა უნდა, დაგმო და თქვა, რომ ჩვენ 2008 წლიდან დავიწყეთ ეს პროექტი და 2013 წელს უნდა დასრულებულიყოო, თუმცა „ქართულმა ოცნების“ გამო ვერ დავასრულეთო. ეს ხომ ბურატინოს რანგის ტყუილია,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო