მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის  საფრთხე არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის არანაირი საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ „ ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მისი თანაგუნდელების მხრიდან ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება და „როდესაც დეპუტატები გუნდს ემოციურ ფონზე ტოვებენ, ეს არის ძალიან სამწუხარო“.

„საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ჩვენთვის ძვირფასმა ადამიანებმა. ისინი ღირებულნი იყვნენ ამ გუნდისათვის, ისინი მნიშვნელოვან პოზიციებზე იყვნენ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის, ამიტომ სამწუხაროა ეს ამბავი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ყველამ რომ დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა, ეს უმრავლესობის ჩამოშლას გამოიწვევს და არ მოჰყვება კარგი პროცესები.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმა, თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმა დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო