ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია -  ჩვენი დღის წესრიგია, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტში განხილვაზე ახლა შემობრუნება შეუძლებელია. მისივე განმარტებით, ამისათვის საჭიროა კანონის პროექტის ხელახალი ინიცირება, თუმცა როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს, ეს გარკვეული პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს.

„როცა საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება. ან უნდა შეგროვდეს 200 000 მოქალაქის ხელმოწერა, ან - 76 დეპუტატის. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო სახალხო განხილვა, შემდეგ საკომიტეტო განხილვა და შემდეგ სამი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მე მოვისმინე ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლების გამოსვლა. რეგლამენტში ასეთი ნორმა არ არის. ერთადერთი პროცედურაა თავიდან ინიცირება ყველა წესის დაცვით,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ საკონსტიტუციო ცვლილების თავიდან ინიცირებას შესაძლოა გუნდის გახლეჩვა მოჰყვეს,

„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე გავხლიჩოთ და დავშალოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. ჩვენი დღის წესრიგია, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო