აკაკი ზოიძე არ აკონკრეტებს, ტოვებს თუ არა უმრავლესობას

პარლამენტში, თამარ ჩუგოშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც ესწრებოდა. როგორც მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის დაშლა იქნება დიდი საფრთხე ქვეყნისთვის, თუმცა აკაკი ზოიძე არ პასუხობს შეკითხვას, შეიძლება თუ არა, რომ მანაც დატოვოს უმრავლესობა და აცხადებს, რომ მას გარკვეული კითხვები აქვს კოლეგებთან.

"ვისაუბრეთ აწმყოზე, წარსულზე და მომავალზე. ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მიიღო პარლამენტმა, ბევრი ჩვენგანისთვის იყო ძალიან მოულოდნელი. ჩვენ ყველამ უნდა შევაფასოთ ის სიტუაცია, სადაც ჩვენ ვართ და მომავალში რას გავაკეთებთ. გადაწყვეტილება მათ მიღებული აქვთ. აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება თუ წავლენ ისინი უმრავლესობიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც ფატალურია. ფატალურია მხოლოდ სიკვდილი. თითოეული ადამიანი გადაწყვეტილებას თვითონ იღებს. მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია მისაღები, კითხვები ჩემს კოლეგებთან. არა მხოლოდ მათთან, ვისაც დღეს ვესაუბრე, არამედ სხვებთანაც, ვინც დაუჭირეს მხარი პროპორციულ არჩევნებს, ვინც არ დაუჭირეს. მათთან მექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე...

ჩემთვის კრიტიკული თემაა ეს. უმრავლესობის დაშლა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი საფრთხე. პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა არის უმნიშვნელივანესი და საუბრის ძირითადი აქცენტი ეს იყო, რომ უმრავლესობა არ დაიშალოს, ეს იყო დღეს უმრავლესობის შეხვედრის მიზანი, რატომაც დაიშვა თავისუფალი კენჭისყრა. ძალიან განხიბლული ვარ გადაწყვეტილებით, რაც მიიღო პარლამენტმა, მაგრამ უმთავრესია ამ ქვეყნის სტაბილურობა და პროცესების ქუჩაში არგადასვლის არდაშვება. ვეთანხმები თავიდან ბოლომდე აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომ პროცესები იყოს მართული პოლიტიკური კონსულტაციების და კონსოლიდაციის ჭრილში. გარეთ გამოსული ადამიანების აღშფოთებას ვიზიარებ. რაც ეხება პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას, ეს არის უმთავრესი. არ მგონია ვადამდელი არჩევნები იყოს ახლა გამოსავალი, პირიქით, ეს საფრთხეს შეუქმნის ამ ქვეყანას", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა