დავით ბერძენიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობა უნდა დაინგრეს

ვადამდელი არჩევნები არის მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო აქტივისტების, სამოქლაქო საზოგადოების დღევანდელი შეთანხმება. ივანიშვილს არჩევნებით გავუშვებთ,- ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქციები არ შეწყდება.

"ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარი ბმა დასავლეთთან დაკარგა. მისი ხელისუფლებიდან პირველი ვიცე-სპიკერი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავამჯდომარე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე - 8 კაცი უკვე წავიდა. დაწყებულია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დაშლის პროცესი. ჩვენ ვართ პრაგმატული პოლიტოკოსები. აქ ვდგავართ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად. ჩვენ დღეს ამ მნიშვნელოვან მომენტში ხალხს იმას კი არ ვახსენებთ, აქამდე სად იყავით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველი დაკარგული მანდატი. უმრავლესობა უნდა დაკარგოს ივანიშვილმა და ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს ვინ რამდენს მოიპოვებს - სამ თუ ხუთ მანდატს. საპარლამენტო უმრავლესობა უნდა დაინგრეს. ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ. ვადამდელი არჩევნები ეს არის მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოაქალაქო აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმება, დღევანდელი შეთანხმება. ივანიშვილს არჩევნებით გავუშვებთ. ივანიშვილის დამარცხებას სწორედ ბიულეტენებით შევძლებთ. ბიულეტენებამდე გვექნება აქციები, წერტილოვანი დარტყმები, მასობრივი პროტესტი ქუჩაში, თბილისში და საქართველოს ყველა ქალაქში. ბიძინა ფლიდი როგორ მოერევა ქართულ საზოგადოებას?!", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს