პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მასთან ერთად აქციაზე მივიდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.

პარლამენტის წინ აქცია უკვე ორი საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს