გიორგი მარგველაშვილი - მე ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია - არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება

მე ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმ ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. მისივე თქმით, არსებობს ორი ალტერნატივა, დემოკრატია ან დიქტატურა.

„ან ჩვენ, დღეს, ხვალ, ზეგ შევძლებთ, რომ ეს ტენდენცია შევცვალოთ, ან ხვალ შევალთ სახლში, გვეგონება, რომ ყველაფერი კარგადაა, და რომ გამოვალთ სახლიდან, ჩვენ დაგვხვდება დიქტატურა, ეს შეიძლება ახლა არ ჩანს და ვიღაცას განცდა აქვს, რომ ვლაპარაკობთ მეორად თემაზე- არჩევნების ფორმაზე, მაგრამ ჩვენ რეალურად ვლაპარაკობთ ხალხის ნების გადატეხვაზე. არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას აქ დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უნდა გაიტანონ ქართული დემოკრატია. ან ასე მოხდება, ან ჩვენ გავიღვიძებთ დიქტატურაში“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც მარგველაშვილი აცხადებს, არ ელოდა, რომ პარლამენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებს ჩააგდებდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, განვითარებული მოვლენების შედეგად შესაძლოა თუ არა, რომ მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს, მარგველაშვილი აცხადებს: „მე ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია. არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა