გიორგი მარგველაშვილი - მე განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს - გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე

მე იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს, მოვუწოდებ, ხვალ, ზეგ, მაზეგ, იდგნენ აქ. იდგნენ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, რადგან სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცადა.

მარგველაშვილის თქმით, „ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი“.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი თავის მეგობარ პრეზიდენტებსაც მიმართავს, რომ „ამ პროცესებზე გავლენა მოახდინონ“.

„მე განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, გამოიყენეთ თქვენი უნარი და კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა