თამარ ხულორდავა - გადაწყვეტილება უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ არის ძალიან პრინციპული

ვფიქრობ, რომ ვარ ძალიან გულწრფელი ადამიანი, გადაწყვეტილება უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ არის ძალიან პრინციპული, -ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას, მიიღო თუ არა მან შეთავაზება უმრავლესობაში დარჩენის თაობაზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვას, ხულორდავას თქმით, მათ გეგმებზე სასაუბროდ დრო სჭირდებათ.

"ძალიან რთული დღეა დღეს. ჩვენთვის და ჩემთვის, პირადად არის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ამ სამი წლის განმავლობაში. რამდენიმე დეპუტატმა მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება. დამატებით განცხადებებს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით ნუ მთხოვთ და ნუ მკითხავთ, რადგან ჩვენ დრო გვჭირდება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ. რაც შეეხება, ჩვენ ამ პრინციპულ გადაწყვეტილებას - უმრავლესობის რიგების დატოვებას. ვფიქრობ, რომ ვარ ძალიან გულწრფელი ადამიანი, ჩემი პოზიცია გამოვხატე ამასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია არის ძალიან პრინციპული",-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ამასთან, ხულორდავა ამბობს, რომ უმრავლესობის გუნდში არის რესურსი, თემებს, რომელიც საგარეო მიმართულებას უკავშირდება კომპეტენტურად გაართვან თავი. ასევე, ხულორდავას თქმით, არ ჰგონია, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე იყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო