სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წარმომადგენლები რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას აწყობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ისინი ამ მსვლელობით პროტესტს გამოხატავენ პარლამენტის მიერ ჩაგდებულ საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით.
მანამდე კი, "შეცვალეს" წარმომადგენლები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ. აქციაზე რჩებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და მოქალაქეები.