გიგა მაქარაშვილი - ჩვენი გეგმაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვაყალიბოთ დროებითი მთავრობა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა სამომავლო გეგმები გააჟღერა.

მაქარაშვილის თქმით, „რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა, რომელიც თავისუფალ არჩევნებს უზრუნველყოფს“.

„თავისუფალი არჩევნების პირობებში, თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვის უნდა მისცეთ ხმა. ყველას, მინუს ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა მაქარაშვილმა.

მისივე თქმით, დროებითი მთავრობის წყალობით, ხალხს არჩევნებზე ხმის სანაცვლოდ, კარტოფილით, ხახვით და ზეთით ვეღარ მოისყიდიან და შემოხაზავენ მას, „ვინც უნდათ რომ შემოხაზონ“.

„მივედით ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ამ წამიდან ჩვენი გეგმა არის, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვაყალიბოთ დროებითი მთავრობა. დროებითი მთავრობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარ გვმართავს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ მთავრობა ავტომატურად ჩაეხსენება ქვეყნის მართვიდან. ახალ, დროებით მთავარობაში იქნება ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაეხსნება ყველა პოლიტიკურ პროცესს და რაც ყველაზე მთავარია, დროებითი მთავრობა, რომელსაც თქვენი მანდატი აქვს, თქვენი მანდატით ჩაატარებს არჩევნებს, სადაც არ დააშინებენ, არ მოისყიდიან, კარტოფილს, ზეთს და ხახვს არ მისცემენ, არამედ ეტყვიან, რომ მოდი თავისუფლად არჩევნებზე და შემოხაზე, ვინც გინდა, ოღონდ გააკეთე ეს არჩევანი თავისუფალმა, ყოველგვარი შიშის გარეშე, რომ სამსახურიდან გამოგდების არ გეშინოდეს, არ გეშინოდეს, რომ შენი ოჯახის წევრს დაიჭერენ“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა