ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რეზიდენციასთან მოსვლით გააპროტესტეს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საარჩევნო ცვლილება. ამასთან, მოძრაობის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან კედელზე მიაწერეს „შეცვალე“ , რასაც უკვე პოლიციასა და მათ შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდად. ასევე მოვუწოდებთ ყველას, რომ დაიცვან კანონი და არ დაარღვიონ კანონი. რაც შეეხება იერსახის დამახინჯებას, აღნიშნულ ფაქტს შევაფასებთ და დაიწყება ადმინისტრაცული წარმოება, როდესაც დადგინდება სამართალდარღვევა“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო