ევროსაბჭოს თანამომხსენებლები - იმ ფონზე, რომ ყველა მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღებაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია

საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს ტიტუს კორლატეანი(რუმინეთი) და კლოდ კერნი(საფრანგეთი) აწერენ.

განცხადების თანახმად, ისინი შეწუხებულები არიან იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

"ჩვენ ვწუხვართ კანონპროექტის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება იყო და მისი შემოღება დიდი ხნის დაგვიანებული იყო. იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი,"- წერენ ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი).

თანამომხსენებლები ყველა მხარეს და განსაკუთრებით მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ განიხილონ შესაძლებლობები, რომლითაც ეს შესწორებები მომავალ არჩევნებამდე აისახება კონსტიტუციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა