კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ორი მოსწავლე დაიღუპა

კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარიტაში ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ორი მოსწავლე - 16 წლის გოგონა და 14 წლის ბიჭი - დაიღუპა, სამი კი- მძიმედ დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცლებს.

სააგენტოს ცნობით, მძიმედ არის დაჭრილი 16 წლის ეჭვმიტანილიც, რომელსაც ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავზე აქვს მიყენებული.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, რომელმაც სკოლაში ცეცხლი საკუთარ დაბადების დღეს გახსნა, 1 დღით ადრე ინსტაგრამზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა : „ხვალ საუგუს სკოლაში მხიარულება იქნება“, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ბოლო ტყვია თავისთვის შემოინახა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა