გურამ ჩალაგაშვილი - მინდა მივმართო ქვეყნის უდიპლომო პროკურორს თადუმაძეს, რომ შეწყვიტონ საქმის ძიება და დღესვე გაათავისუფლონ კობა კოშაძე

მინდა მივმართო ქვეყნის უდიპლომო პროკურორს თადუმაძეს, რომ შეწყვიტონ საქმის ძიება და დღესვე გაათავისუფლონ კობა კოშაძე, - განაცხადა გამარჯვებული საქართველოს” წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დოკუმენტი წარადგინა, რითაც მისი შეფასებით, მტკიცდება, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის საქმეზე არანაირი ძიება არ ჩატარებულა და ის მანამ დააკავეს, სანამ შსს საქმეს აღძრავდა.

ჩალაგაშვილი მთავარ პროკურორს კოშაძის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.

„მე შემიძლია წარმოგიდგინოთ იუსტიციის სამინიტროდან ამოღებული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კობა კოშაძესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა 17 ივლისს 11:00 საათზე, არადა კოშაძე დააკავეს 10:00 საათზე. მოწმე პოლიციელი დაკითხულია 15:38 საათზე, ხოლო 10:50 წუთზე კობა უკვე გადაყვანილი ჰყავდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი ძიება და ვარაუდი არ არსებობდა და ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის უდიპლომო პროკურორს შალვა თადუმაძეს, რომ მან გასცეს დაუყოვნებლივ ბრძანება და გოშია პროკურორებს უბრძანოს, რომ დღესვე შეწყვიტონ საქმის ძიება, დღესვე გაათავისუფლონ კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ძალიან დიდ მუშტს ცხვირში. ეს იყო ის საქმე, რომლითაც ივანიშვილის სისხლიანმა ხელისუფლებამ დაიწყო მზადება ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებისთვის და მიიღო კიდეც შედეგი. აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს საკნიდან, ესაა ჩვენი მითხოვნა და ამას გავაჟღერებთ კიდეც დღეს საღამოს მიტინგზე”,- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე ივლისში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა