პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ჩაფიძის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველმა ირინა შენგელიამ განუცხადა, გავრცელებული ფოტო არის რამდენიმე დღის წინ გადაღებული, როდესაც პრეზიდენტი კლინიკაში გეგმურ შემოწმებაზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა სამსახურში იმყოფება.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვაზე, გამოეხმაურება თუ არა პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასე უპასუხეს: „აუცილებლად შეგატყობინებთ, როგორც კი დავაპირებთ“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო