არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არ არის გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ჩუგოშვილი, ხულორდავა და ცქიტიშვილი პარტიას

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის საჯაროდ ცნობილი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ . როგორც თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა მნიშვნელოვან რეფორმაში და პოზიტიურ ინიციატივებში პარტიას მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ისინი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებენ და გაახმოვანებენ. ჯერჯერობით არ არის ეს გადაწყვეტილებები საჯაროდ ცნობილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ვინ დაესწრება ხვალ, 11:00 საათზე უმრავლესობის სხდომას.

„უმრავლესობის სხდომაზე შევიკრიბებით ის წევრები, ვინც რჩება უმრავლესობის შიგნით. რაც შეეხება ჩვენს თანაგუნდელებს, რომლებმაც სამწუხაროდ, დატოვეს უმრავლესობა, ჩვენ გვქონდა მათთან ინდივიდუალური კონსულტაციები მომავალში ყველა მნიშვნელოვან რეფორმაში და პოზიტიურ ინიციატივებში გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა