რომან კაკულია - ჯობია ატარო რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე არ იფიქრო იმაზე, ვის უტოვებ ქვეყანას საბოლოო ჯამში

ჯობია ატარო რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე არ იფიქრო იმაზე, ვის უტოვებ ქვეყანას საბოლოო ჯამში. იმედი მაქვს, რომ ამას ყველა გაიგებს, ვინც წავიდა. შეიძლება არასდროს იყოს გვიან გადაწყვეტილების შეცვლა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვების თაობაზე მედიას განუცხადა.

კაკულიას თქმით, კოლეგების გადაწყვეტილების ადამიანურად ესმის, თუმცა ხელისუფლებიდან წასვლა „უკეთესის რწმენას უნდა უკავშირდებოდეს”.

„გაცილებით უკეთესი იქნება გუნდის შიგნით გავაძლიეროთ მოცემულობა, მაქსიმალური კონსენსუსი მიღწევა შევძლოთ იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შექმნას „ქართულ ოცნებაზე” თვისობრივად უკეთესმა ძალამ. ჯობია საზოგადოებას ძალიან ნათლად ავუხსნათ, რაც მოხდა. ამ ეტაპზე, გაცილებით უპრიანია მოვიფიქროთ, თუ როგორ ავუხსნათ ხალხს, თუ რა საფუძველი ჰქონდა გადაწყვეტილებას. საზოგადოებას თუ გულწრფელად აუხსენი რაშია საქმე, გულწრფელად ესმის“, - აცხადებს რომან კაკულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა