მამუკა მდინარაძე - სხვადასხვა დახურულ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემმა კოლეგებმა შეურაცხყოფა მივაყენეთ აქციის წევრებს, რაც „ფეიქ ნიუსებია“

„ყველა ადამიანის გულწრფელი პროტესტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნურავინ ისპეკულირებს“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა დახურულ ჯგუფში „ქართული ოცნების“ წევრების შესახებ ე.წ „ფეიქ ნიუსები“ ვრცელდება.

„სპეკულირებენ, რომ თითქოს გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა ის, „რომ ხალხი იქ კი არ არის, ჩვენს უკან დგასო“. ასეთი რამ მას არ უთქვამს, ხალხი ჩვენს უკან დგას არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ არის ხალხი და როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრორუსულ ძალებთან ერთად დაორგანიზებულ აქციას გააკრიტიკებს ვინმე, ეს სპეკულიურებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად დღეს, მთელი დღე სხვადასხვა დახურულ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მე და ჩემმა კოლეგებმა შეურაცხყოფა მივაყენეთ აქციის წევრებს, რაც არის „ფეიქ ნიუსები“ და ამ ტყუილებით ცდილობენ საზოგადოებაში რაღაც ემოციური ფონის შექმნას. ეს არის ბინძური კამპანია“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს