პარლამენტთან აქცია "არა მევახშეობას" გაიმართა

პარლამენტთან აქცია - "არა მევახშეობას" გაიმართა. როგორც აქციის მონაწილემ მამისა ჯაფარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში მევახშეობა და ბანკი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა.

მისი თქმით, აღნიშნული აქცია იმ აქციის კონტრაქცია არ არის, რაც პარლამენტთან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონმდებლობის ჩავარდნის გამო მიმდინარეობს.

მამისა ჯაფარაშვილის თქმით, "გუშინ მამუკა ხაზარაძე შეუერთდა აქციას, რომელმაც უამრავი ხალხი დააზარალა საქართველოში".

"ჩემთვის გულსატკენია ის დამოკიდებულება, თითქოს სხვა პრობლემა არ აქვს ქვეყანას.როცა ერი შიმშილში კვდება, ამ დროს, თურმე პარტიები გაერთიანდნენ და არჩევნები ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი. პრობლემა, რაც საზოგადოებას აწუხებს, ამ პარტიებს არ ადარდებთ",- განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა